|
2021-10-20 16:56:16, 639 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა პროექტდება
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის დაპროექტებას გეგმავს. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისპანის ტორფნარები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაცული ტერიტორიების მენეჯმენტთან ერთად მოინახულა და ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილა. ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე დაპროექტდება მოსასვენებელი, რეკრეაციული სივრცე, სადაც მოსასვენებელი კოტეჯისა და სფაგნუმების მიმართულებით გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა შესაძლებელი. ასევე,გაკეთდება შემეცნებითისივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე ხელით შეხების საშუალება ექნებათ. აქტივობების სივრცესთან კი შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა მოეწყობა. ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)