22:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 12:34:51, 454 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით, 15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში შევიდა მარკა დანტე ალიგიერის პორტრეტით

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და "საქართველოს ფოსტის" მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან, მიმოქცევაში შევიდა მარკა დანტე ალიგიერის პორტრეტით.

მიმდინარე წელს, მსოფლიო გენიალური იტალიელის, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს აღნიშნავს. დანტე ალიგიერის შემოქმედება არაერთი ქართველი ბელეტრისტის, პოეტის, მეცნიერის შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ იქცა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, სერგო ქობულაძის მიერ შესრულებულ დანტე ალიგიერის პორტრეტს, 1956 წელს, იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე დიდი წარმატება ხვდა წილად და საუკეთესოთა შორის დასახელდა, სწორედ აღნიშნული პორტრეტის გამოსახულებით გამოიცა საფოსტო მარკა, რომელიც ქართველი და იტალიელი ხალხის მეგობრობის კიდევ ერთ სიმბოლოდ ჩაითვლება.
მარკა ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics