22:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 11:58:05, 445 ნახვა

საზოგადოება
23 ოქტომბრიდან თბილისს დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და „ისუზუს“ მარკის 38 ავტობუსი მოემსახურება

23 ოქტომბრიდან დედაქალაქში დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი 38 ავტობუსი იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, უახლოეს დღეებში დაგეგმილი  სიახლეებისა და ახალი  მარშრუტების ამოქმედების შესახებ ისაუბრა.

„ეს არის ევროპული ტიპის, თავისი გაგრილება-გათბობის სისტემით აღჭურვილი ტრანსპორტი. მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ წლის ბოლომდე, არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღის განმავლობაში, მუნიციპალურ ტრანსპორტს, დაახლოებით, 40 000 მგზავრი გადაჰყავს და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი მომდევნო წლების განმავლობაში გაიზრდება, რადგან გვეყოლება ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მომავალ წელს ვაპირებთ, 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას. დედაქალაქს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი სჭირდება, რომლებიც კონკრეტულ ხაზებზე იმოძრავებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალი მარშრუტების სქემას, 23 და 28 ოქტომბერს, ამოქმედდება ავტობუსის ახალი მარშრუტები - N319 და N330. ასევე, N32 მარშრუტზე მოძრავი MAN-ის მარკის ოთხი ერთეული ავტობუსი ჩანაცვლდება BMC-ის მარკის ხუთი ერთეული ავტობუსით, ხოლო N54 მარშრუტს მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაემატება სამი, ხოლო N15 მარშრუტს დაემატება  MAN-ის მარკის ერთი ავტობუსი.

გარდა ამისა, N403 მარშრუტს დაემატება სამი ერთეული მიკროავტობუსი, რაც მგზავრთა მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ასევე, ამოქმედდება მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები: N415, N430, N434, N438, N449, N450, N478, N481, N484, N485, N487.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics