22:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 11:58:27, 565 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას – არ დაუშვათ სკოლების და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, იმოქმედონ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტებით და არ დაუშვან სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების პანდემიის დახურვა. 

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ n​პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობას არ გამოუყენებია ეფექტიანი სტრატეგია სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის მართვის ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭომ გამოსავალი პრობლემისთვის თავის არიდებაში ნახა და სკოლამდელი განათლების დაწესებულები და სკოლები სრულად დახურა. 

"2020-2021 წლებში ბაღები მხოლოდ 4-6 კვირის განმავლობაში იყო გახსნილი, შესაბამისად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს 1 წლის განმავლობაში თითქმის არ ჰქონიათ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში სიარულის შესაძლებლობა . გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, გამოცდილება ცხადყოფს, რომ სკოლა არ არის ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი წყარო და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და  სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე", – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რეკომენდაციებით. ასევე:

  • აქტიურად განახორციელოს ვაქცინაცია - უზრუნველყოს სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა პერსონალის, აღმზრდელების, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ვაქცინაციის ხელშეწყობა.
  • შეიმუშაოს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები.
  • უზრუნველყონ სკოლების, ბავშვების და მოზარდების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს 12+ ასაკის ბავშვების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი
  • სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს მხოლოდ დიფერენცირებული მიდგომა - ვირუსის გავრცელების ზონებისა და ტემპების შესაბამისად.
  • სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა განიხილოს, როგორც უკიდურესი ღონისძიება. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics