|
2021-10-20 10:06:28, 590 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ების წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრაზე არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრებს იწყებენ. როგორც ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, საუბარი შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც მისივე თქმით, პირველ ტურთან შედარებით, მეტად დაძაბულია. "სავარაუდოდ, რა თქმა უნდა არჩევენებთან დაკავშირებით იქნება საუბარი. პირველ ტურზეც არ იყო ნაკლები აგრესიული კამპანია, რაც ვიხილეთ, თუმცა რა თქმა უნდა, მეორე ტურზე ეს არის გამძაფრებული, რადგან ფაქტობრივად ორ პოლიტიკურ პარტიას შორის რჩება უმეტეს ქალაქებში ეს ტური, ამიტომ ჩვენ ვხედავთ უფრო გამძაფრებულ პოლარიზაციას და დაპირისპირებას, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებით, სადაც ვიდეოებიც გავრცელდა, ამიტომ ვისაუბრებთ იმ გარემოზე, რასაც ვხედავთ და ველოდებით კიდევ და ასევე, რა რეკომენდაციები უნდა გააკეთონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იმისთვის, რომ მეორე ტურებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს", – განაცხადა ნინო დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)