|
2021-10-18 21:11:23, 703 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - საქართველოს ამ კაცის დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეს და ყველაფრით უნდა გავახსენოთ
როგორც ჩანს, გვიწევს, „ნაცმოძრაობას“ მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ ისაუბრონ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" გვერდზე განთავსებული ვიდეოს კომენტირებისას გააკეთა. „როგორც ჩანს, გვიწევს, „ნაცმოძრაობას“ მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ ისაუბრონ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს. ეს იგივეა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვინმემ ჰიტლერი რომ ახსენოს და თქვა, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რატომ საუბრობ, ეს სიძულვილის ენააო. როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე ეს შეიძლება ფართო მასშტაბის იყოს სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ. ვიდეოკოლაჟით და ყველაფრით უნდა გავახსენოთ. ასევე ხედავთ ციხესთან გამართულ აქციას, სატელევიზიო სივრცეში და სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ისეთ რაღაცას, რომლის შემხედვარე და მომსმენი ადამიანი, იმ მხარეს ხმას არ უნდა იღებდეს, მაგრამ ეს უკვე შუბლის ძარღვის ამბავია და ამას ვერაფერს ვუშველით“,- განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)