14:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 18:24:28, 1309 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე - ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს

ყველა ვერსიაზე და მიმართულებაზე, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ საზარელ ფაქტთან, პოლიცია აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო-საპროცესი მოქმედებები.

"გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ", - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გაზაფხულის ქუჩაზე ქალი მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, ქალს 7 ტყვია ესროლეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელსაც დავა ჰქონდა შვილთან დაკავშირებით ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics