04:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 15:13:19, 558 ნახვა

პოლიტიკა
ლოიდ ოსტინი - 3+3 ფორმატზე საუბრისას ვიტყოდი, რომ სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

ვიდრე რუსეთი ახალ, 3+3 პლატფორმაზე ისაუბრებს, სჯობს პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, - ასე უპასუხა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტის შეკითხვას 3+3 ფორატში საქართველოს შესაძლო ჩართვა, დააზიანებს თუ არა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

„3+3 ფორმატზე საუბრისას აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტეროტირიების 20% უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მოგვიანებით კი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics