01:02 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 12:11:08, 612 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომპანია „ჯი ემ სი” საქმიანობას აფართოვებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომპანია „ჯი ემ სი“ საქმიანობას აფართოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ჯი ემ სი“ მეტალის კონსტრუქციების, კერძოდ მშენებლობისათვის საჭირო სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოებას იწყებს. კომპანია გეგმავს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. პროექტის ჯამური ოდენობა 5 800 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ინვესტიცია კი 4 060 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნულს კომპანიის დირექტორი, ბადრი ხიმშიაშვილი გამოეხმაურა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს ახალ წამოწყებაში გვერდით გვიდგას ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ბანკია. მოგეხსენებათ, რომ ,,ჯი ემ სი“ წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ კომპანიას საქართველოში, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული ქვის სამსხვრევი, ბეტონის მწარმოებელი მანქანა-დანადგარებისა და მათი სათადარიგო ნაწილების იმპორტი, ასევე ლითონის ბადეების ადგილობრივი წარმოება. ახალი პროექტის ფარგლებში კი ვიწყებთ სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოებას. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ასევე ვგეგმავთ ზემოთ ხსენებული მანქანა-დანადგარებისათვის საჭირო მექანიზმების ადგილზე წარმოებას“, - განაცხადა ბადრი ხიმშიაშვილმა.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა განაცხადა, „სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ფართოვდება ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი“.

„კომპანია „ჯი ემ სი“ წარმოადგენს კომპანიას, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია. ერთობლივი ძალისხმევით კი კომპანიამ ახალი საქმიანობის წამოწყება შეძლო, რაც ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ ბიზნესს, ახალ სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკის გაჯანსაღებას. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას სამომავლო გეგმებში“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics