02:12 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 17:57:51, 522 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი

„ეს არის უკიდეგანო  ბოროტების კლასიკური ნიმუში", – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ გავრცელებული დეზინფორმაცია თითქოსდა ციხეში მომხდარი ბუნტის თაობაზე. 

„ისაუბრო იმაზე, რომ ციხეში არის ბუნტი და ასე დაძაბო პატიმრების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, არცერთ ადამიანურ და მორალურ სტანდარტში აღარ ჯდება. ამ ყველაფერს ავრცელებს ის ხალხი, ვის დროსაც ვიცით, რა მდგომარეობა იყო, მაგალითად, ბათუმის ციხეში, როცა ერთ საკანში 30 ადამიანი იყო მოთავსებული და პატიმრებს ფეხზე მდგომებს ეძინათ. ეს ხალხი დღეს ჩვენ გველაპარაკება პატიმრების უფლებებზე, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ყოველგვარ მორალურ სტანდარტს სცდება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა მოუწოდა ყველას, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევისაგან.

„მინდა, ვთხოვო მათ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევისაგან. ეს ნომერი მათ, დარწმუნებული იყავით, არ გაუვათ;  ხალხი არის ბრძენი, ხალხს სჭირდება სიმართლე და სიმართლეს ვაწვდით ჩვენ. მათ ყოველ მსგავს ბინძურ ტყუილზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ასეთი ბინძური ფორმებით დაძაბოს", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, უწყების ინტერესია, ყველა პატიმრის უფლება მაქსიმალურად იყოს დაცული. მინისტრმა „იმედის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics