|
2021-10-15 13:36:37, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ლეონიდ კუჩმა - სააკაშვილი რთული პიროვნებაა, გასაკვირი არაა, რომ შექმნილ სიტუაციაში მარტივი გამოსავალი არ არსებობს
მე მსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის პიროვნება დაინახოს არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, არამედ როგორც უნიკალური რეფორმების საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორი, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ განაცხადა. სტატიაში, რომელსაც გამოცემა „გორდონი“ ექსკლუზიურად ავრცელებს, ლეონიდ კუჩმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან სიტუაციის მოსაგვარებლად ჰუმანიზმის პრინციპით იხელმძღვანელონ. „მიხეილ სააკაშვილი - ძალიან მრავალმხრივ რთული პიროვნებაა. არ არის გასაკვირი, რომ მისი სიტუაცია ძალიან რთულია და მარტივი გამოსავალი არ აქვს. გამოსავლის მოსაძებნად საჭიროა ყველა მხარემ გაწონასწორებულობა და ნამდვილი სიბრძნე აჩვენოს. მე ძალიან მინდა, რომ დემოკრატიული საქართველოს ხელმძღვანელობამ სააკაშვილის პიროვნებაში დაინახოს არა მისი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ მსოფლიოს მიერ აღიარებული უნიკალური რეფორმების არქიტექტორი. დიდწილად, სწორედ სააკაშვილის წყალობით საქართველო მიუახლოვდა ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორისაა ჰუმანიზმი. მე მოვუწოდებ მიხეილ სააკაშილს, შეწყვიტოს შიმშილობა. მე ვიცნობ მას, როგორც მტკიცე მებრძოლს და მორწმუნე ქრისტიანს. მაგრამ შიმშილობა ნიშნავს დაკარგო ძალები, რომლის გარეშეც სამომავლო ბრძოლა შეუძლებელი ხდება“, - განაცხადა კუჩმამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)