05:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 19:34:49, 837 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა სააკაშვილზე - დღეს არ აცადეს ხინკლის ჭამა, აუცილებლად შეჭამს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები!

ოდესღაც, მან 18 წლის წინ, დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები!, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია იბრძვის იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში იყოს უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი.

„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო, სადაც ვერავინ დაგჩაგრავს და შენ სიმართლეს იტყვი, დაამტკიცებ. ეს ნიშნავს, რომ გვინდა თავისუფალი არჩევნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არავის აღარ მოუსმენენ, სულში არავის ჩაუძვრებიან, ოჯახს არ წაუბილწავენ, აღსარებას არ მოუსმენენ და არ დააშანტაჟებენ. დიახ, ასეთი საქართველო გვინდა. თუ რამე თავიდან ვერ, ან არ გავაკეთეთ თავის დროზე, დღევანდელი დღე იყოს პატიების დღე, ამავე დროს დიდი გამარჯვების დასაწყისი. პატიება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც გავიმარჯვებთ! გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლება, კეთილდღეობაც და ამ ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა უგულავამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics