07:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 21:53:58, 634 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მთავარ არხთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან სწრაფად იპოვიდნენ. მისი თქმით, ყველაზე მეტი კამერა იმ ადგილებში დგას სადაც იგი ვიდეოჩანაწერებს აკეთებდა.

"ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი." - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე განცხადებით, ეს საქართველოში ჩამისვლის პირველი მცდელობა არ ყოფილა, როგორც სააკაშვილი ირწმუნება, მისი პირველი შემოსვლა ლამის ტრაგედიით დასრულდა.

"ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა. ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში, ეს არ იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ." - ამბობს სააკაშვილი "მთავარ არხთან" ინტერვიუში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics