09:40 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 19:57:48, 841 ნახვა

საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.- ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, მარკ კლეიტონმა ცესკოს თავმჯდომარეს 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული. ამასთან ელჩი დაინტერესდა თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 30 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურისთვის და როგორ წარიმართა საარჩევნო კომისიებში გადათვლების პროცესი.

„დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. პირველ რიგში მოვისმინე ის შეფასებები, რომელიც მათი მხრიდან გაკეთდა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ისინი იზიარებენ ეუთოს შეფასებებს, რომლის თანახმადაც არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული. ასევე მივაწოდე ინფორმაცია საჩივრების განხილვის და გადათვლის პროცესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ.

"როგორც შეხვედრაზე ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა  ბრიტანეთის საელჩო საქართველოში არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება." - ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics