|
2021-10-12 13:43:01, 556 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100%-იანი გრანტის მფლობელ 7 სტუდენტს სტიპენდია გადასცა
„საქართველოს ბანკი“ განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ 7 სტუდენტს, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა. მარია მასხარაშვილი, მარიამ ენდელაძე, გვანცა ხვედელიძე, ლიზა ტაბეშაძე, ლუკა მესხი, არჩილ ჯანელიძე, ნოდარ გორგოძე- ეს ის სტუდენტები არიან, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. სტიპენდიანტები მედიცინის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან. „საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთერთი უცვლელი პრიორიტეტია. მიგვაჩნია რომ, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი. სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ, მიაღწიონ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ კარგ ექიმებად, ბიზნესმენებად, მაღალკვალიფიციურ კადრებად, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“,- განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)