|
2021-10-11 12:57:38, 633 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული
საქართველოში დისტანციურ სწავლებაზე 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული, - აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს. „კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიდა გავრცელება, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. როგორც მოგეხსენებათ, 2020-2021 სასწავლო წელს სწორედ ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და მათი მხრიდან დაწესებული რეგულაციების შესაბამისად მართეს სკოლებმა კოვიდი და საქართველოს მასშტაბით არცერთ სკოლაში შიდა გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენთვის მთავარია დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა. ამისათვის, კიდევ ერთხელ ვთხოვთ სრულიად სასკოლო საზოგადოებას - მასწავლებლებს და მშობლებს, ჩაერთეთ ვაქცინაციაში. მხოლოდ მასწვლებლების აცრა არ არის საკმარისი ბავშვის ჯანმრთლობის გასაფრთხილებლად, მას ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა ჰქონდეს“, - აცხადებენ სამინისტროში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)