|
2021-10-10 00:07:01, 977 ნახვა
პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა 14 ოქტომბერს აქციას გამართავს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში 14 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართება. "ჩვენ აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრნი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რომ არასდროს ჯერ გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. რა არის მთავარი მიზეზი შეკრების - ამაზე ვილაპარაკე, ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის სურვილი კი არა, ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით, იმისათვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა ჩასვამ, დაიჭერ, ჩასვამ და მერე შენი ბინძური პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, ბევრი ღირსეული მოქალაქე, რომელთა ნაწილი, დარწმუნებული ვარ, სულ არ იქნება ნაციონალური მოძრაობის არც მხარდამჭერი და არც ამომრჩეველი. თავისუფლების მოედანზე სიმართლის ხმა უნდა გაიგოს ყველამ და ერთხელ და სამუდამოდ მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც აუცილებლად თითოეული ჩვენგანისადმი იქნება ისეთივე მართალი, როგოც ჩვენ ვართ მათთან მიმართებაშ მართალი, როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში მე-3 პრეზიდენტი იჯდეს ციხეში გამოკეტილი უსამართლო ბრალდებებით". - ამბობს ნიკა მელია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)