08:03 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 21:44:34, 759 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთო? იყო ასეთი კითხვები, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა გადაწყვეტილება მივიღეთ იმედია, სწორად გაგვიგებთ

გამიგია, უთქვამთ, ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთო? იყო ასეთი კითხვები, არ დაგიმალავთ, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რომ შედეგები გადაწეროს, ამის უფლებას არ მივცემთ და არც მივეცით! ამიტომ გამოვედით. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა.

„გამიგია, უთქვამთ, ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთო? იყო ასეთი კითხვები, არ დაგიმალავთ, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რომ შედეგები გადაწეროს, ამის უფლებას არ მივცემთ და არც მივეცით! ამიტომ გამოვედით. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა აქ ყოფნა, როდესაც ჯერ კიდევ ვეძებთ გარდაცვლილებს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ოდნავ რთულიც არ არის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ შენობაში არიან მოკალათებულები, ზუგდიდელების მიერ გამოხატული ნების მოპარვა. მაშინ, როდესაც ტრაგედია მძვინვარებს. ამ დილემის წინაშე დავდექით - რა გაგვეკეთებინა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. იმედია, სწორად გაგვიგებთ“,- განაცხადა ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics