08:03 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 20:10:20, 903 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია - 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებზე უწყებაში შეტყობინება არ შესულა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ დაფიქსირებულა. 

„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

26 მაისის ქუჩა 13-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შეტყობინების დაფიქსირებას ადგილი არ ჰქონია, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. კანონმდებლობით მაკონტროლებელ ორგანოს შიდა კერძო ტერიტორიაზე სამუშაობის შემოწმების უფლებამოსილება მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე აქვს“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics