13:10 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 19:30:28, 848 ნახვა

საზოგადოება
მედიაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა

საქართველოს მესამე  პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის დაკავებამდე გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც სააკაშვილის თქმით, ის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ტყეში იმყოფება. აღნიშნულ ვიდეოს "მთავარი არხი" ავრცელებს"

 როგორც, სააკაშვილი ვიდეოში განმარტავს, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 ოქტომბერზე ადრე ჩამოსულიყო.

მისი თქმით,  მან მივაღწიე თავის მიზანს  და არ მოვკვდა ემიგრაციაში.

„მოგესალმებით ყველას, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ტყიდან. მე აქ ამოვჩნდი მესამე ქვეყნის მეშვეობით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, სომხეთში, რათა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც 2-ში საღამოს მოვდიოდი, ამ ქვეყნებში უნდა გადაესროლათ, ვითომ საქართველოში, აეროპორტებში ცუდი ამინდი იყო, გადავწყვიტე, ბევრად ნაკლებ კომფორტული გზით, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი მეგობრების დახმარებით საქართველოში შემოსვლა, მე მივყვები ჩემი ხალხის, გულის ძახილს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა 8 წლის შემდეგ ამ ხეების და მიწის დანახვა. ვერ წარმოიდგენთ, რა არის 8 წლის შემდეგ ყოფნა შენს ქვეყანაში, რომელიც ცხოვრებაზე მეტად გიყვარს. ეს ჩემთვის მთავარია. ახლა რაც არ უნდა მოხდეს, მივაღწიე ჩემს მიზანს - არ მოვკვდი, არ ჩავძაღლდი ემიგრაციაში. მე ვარ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, ჩემს ქართველებს და თანამებრძოლებს შორის, ჩემს ერს შორის, ვიბრძვი მისთვის და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა“,-ამბობს სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics