14:04 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 02:05:45, 640 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი - ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. 

თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში. 

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის. 

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება," - აცხადებს პრეზიდენტი.

ამ დროისთვის მაშველები დაახლოებით 13 ადამიანის პოვნას ცდილობენ. დანგრეული კორპუსის ტერიტორიაზე სპეცტექნიკამ მუშაობა განაახლა.

26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი ქალია.

ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics