14:03 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 01:34:26, 671 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში მაშველების დასახმარებლად მოქალაქეები გაერთიანდნენ და მათ ადგილზე საკვები პროდუქტები მიაქვთ

ბათუმში მაშველების დასახმარებლად სხვა მოქალაქეებიც გაერთიანდნენ და მათ ადგილზე საკვები პროდუქტები მიაქვთ.

ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ამ ეტაპზე 5 000 ლარამდე შეგროვდა და 450 ლარის საკვები, წვენი, ტკბილეული, სიგარეტი იყიდეს. მისივე თქმით, ჩარიცხვები ამ დრომდე გრძელდება.

"ცნობისთვის, მერია, სამინისტრო, როგორც მითხრეს, ასევე, კომპანიები, ფიზიკური პირები ზრუნავენ და მოაქვთ პროდუქტები.

ერთობის ხალხი ვართ!", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

ორგანიზატორი, ასევე, ამბობს, რომ აპირებენ დარჩენილი თანხით ხვალ დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარონ.

მსურველებს თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ:

ციალა ქათამიძე — GE38BG0000000162685131

მალხაზ ჭკადუა — GE65TB7274345061600001





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics