00:11 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 11:08:35, 504 ნახვა

საზოგადოება
კონკურსის „შეაჩერე პლატსმასით დაბინძურება“ გამარჯვებულ ჟურნალისტებს ჯილდოები გადაეცათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ადგილი თეა თოფურიამ (რადიო თავისუფლება), მეორე ადგილი კი, ანანო მჭედლიშვილმა (on.ge) დაიკავეს. გამარჯვებულები გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დააჯილდოვა.

„პლასტმასის ნარჩენების სწორი მართვა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტუალურია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, უკანასკნელ წლებში, ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შეიქმნა არაერთი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტი, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ნარჩენების, მათ შორის, პლასტმასის ნარჩენების მართვის საკითხების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. საზოგადოების როლი სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში უდიდესია, რისთვისაც საჭიროა, მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და დავანახოთ ის საფრთხე, რომელსაც პლასტმასის ნარჩენები უქმნის გარემოს და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

კონკურსში შეაჩერე პლატსმასით დაბინძურება“ სტატიები, ბლოგები და ვიდეოები პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების შესახებ 30 მონაწილემ წარადგინა. გამარჯვებული ფინალისტები ჟიურიმ გამოავლინა.

აღნიშნული კონკურსი პროექტის „პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, CENN-ის და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით შემუშავდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სწრაფვას, გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა და უზრუნველყოს პლასტმასის პროდუქტების მდგრადი და უსაფრთხო მოხმარება და წარმოება. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics