23:50 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 10:21:05, 420 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 130 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ  130 ოჯახს სახლს შეუსყიდის. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  პროექტის ფარგლებში, გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. მნიშვნელოვანია, რომ  წელს, სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ. ეკომიგრანტები ამ სასიკეთო ცვლილებით უკვე სარგებლობენ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ეკომიგრანტი ოჯახების მიერ შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.  

2021 წელს, სააგენტო უსაფრთხო გარემოში, ჯამში, 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics