00:11 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 17:57:19, 645 ნახვა

საზოგადოება
რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონიძიებების შედეგად, ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა.- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში,  სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან, 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. მათ შორის, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას,  5 აფთიაქში,  სპეციალური რეცეპტის გარეშე,  შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები.  დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა, უკანონო  ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე. 

როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი გუნცაძე აღნიშნავს, უწყება წამლის სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენას და მასზე რეაგირებას პერმანენტულად ახორციელებს.

„მხოლოდ სექტემბრის თვეში, თბილისსა და ბათუმში,  სააგენტომ გამოავლინა 11 აფთიაქი, სადაც ადგილი ჰქონდა  ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას. გატარებული ღონისძიებების შედეგად, აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია  და კონფისკაციას დაექვემდებარა   5 766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება“, - განაცხადა გიორგი გუნცაძემ.

„ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე  გამოვლენილი იქნა სანებართვო პირობების დარღვევის  - 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის - 11 ფაქტი. ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა.“- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics