2021-10-05 13:03:33, 561 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა.
როგორც NCDC–ის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე მოსახლეობა „ასტრაზენეკას" მეორე დოზით შეძლებს აცრას.
„სამწუხაროდ, ვაჩერებთ „ასტრაზენეკას" პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა „ასტრაზენეკა" მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, „კოვაქსი" თუ მოგვაწვდის „ასტრაზენეკას",-აღნიშნავს გამყრელიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,