11:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-03 11:26:02, 664 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც

ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოოდ  მოიგებს ამ არჩევნებს. - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი.

„ვინაიდან 3 მეოთხედი დათვლილია, ბუნებრივია ეს მონაცემები არსებითად აღარ შეიცვლება.
„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა არჩვნებში პირველივე ტირში მოიგეს 64- დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური მხოლოდ 20 მინუნიპალიტეტში ჩატარდება.

ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კერძოდ ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, როგორც მოგეხსენებათ 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას თბილისის საკრებულოში.გ უშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება.” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics