|
2021-10-02 03:38:04, 644 ნახვა
პოლიტიკა
კიზინგერი - ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ კონრესში მიმდინარე პროცესს ყურადღებით აკვირდებიან. „ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს არჩევნებს ამ უქმეებზე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთთვის, ვინც ბევრ ყურადღებას უთმობს და დიდი ინტერესით ეპყრობა საქართველოს მომავალს და ჩვენ მეგობრობას საქართველოსთან, მინდა რამდენიმე გამამხვნევებელი სიტყვა ვთქვა. ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ. გვინდა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, იმის თქმა, რისი თქმაც სურთ. გვინდა ვიხილოთ, რომ მედიას ექნება საშუალება მოვლენები თავისუფლად და სამართლიანად გააშუქოს. ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის წარმატებად შეიძლება იქცეს. ჩვენ [პროცესს] ნამდვილად ყურადღებით დავაკვირდებით. ასევე მოგიწოდებთ, მოეპყარით საერთაშორისო დამკვირვებლებს ძალიან კარგად. იმედი გვაქვს რაიმე კარგს ვიხილავთ და ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - თქვა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ ვიდეო კომენტარში.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)