|
2021-10-01 17:12:57, 1013 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 1 თვეში 194 სესხია დადასტურებული
იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 1 თვის თავზე დადასტურებულია 194 იპოთეკური სესხი. დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს 21,292,903 ლარს, ხოლო სესხის საშუალო მოცულობა არის 109,757 ლარი. „მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეეხება ეს იპოთეკური სესხის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მან იმედი გამოთქვა, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის თანახმად, 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, ოჯახმა, შვილის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში შეუძლია, მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს როგორც ახალი ან მეორადი ბინა, ასევე ააშენოს კერძო საცხოვრებელი სახლი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში 200,000 ლარამდე სესხის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს 5 წლის განმავლობაში. ამავე პროგრამით ავტომატურად ისარგებლებენ ასევე ის მრავალშვილიანი ოჯახებიც, ვისაც დღეს უკვე ჰყავს სამი ან მეტი შვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)