17:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 17:15:12, 623 ნახვა

პოლიტიკა
გუმბერიძე - თუ არჩევნებზე „ოცნებისთვის“ სასურველი შედეგი არ დადგება, ისინი განიხილავენ კრიტიკული მაუწყებლობის გაჩერებას

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბერიძე აცხადებს, რომ არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ნათლად აჩენს, რომ ხელისუფლების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ კრიტიკული მედიები.

გუმბერიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგები არ დადგება, ისინი განიხილავენ სცენარს, რომ ერთდროულად მოხდეს სამი კრიტიკული მედიასაშუალების, „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველი“ დახურვა.

„ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ კრიტიკული მედიები და მათი გაჩუმება. ვიცით, რომ გარდა ამ ქეისისა, ფაქტობრივად ბოლოშია გასული ნიკა გვარამიას ქეისი, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა ვატო წერეთლის მამის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, რაც აჩენს ბუნებრივ ეჭვს, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი არ დადგება, ისინი განიხილავენ სცენარს, რომ ერთდროულად მოხდეს სამივე კრიტიკული მაუწყებლობის გაჩერება, ამისთვის კი ისინი გამოიყენებენ ე.წ სამართლებრივ ბერკეტებს. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლება განიხილავს სცენარს, თუ როგორ შეიძლება წავიდეს ეს ქვეყანა რუსული ტიმიპს მმართველობისკენ, როგორ შეიძლება დაემშვიდობოს ქვეყანა დემოკრტიას, რომლის ჩანასახებიც ჯერ კიდევ არსებობს“, - განაცხადა გუმბერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics