|
2021-09-30 15:55:39, 647 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩენს და პასუხობს „ექსპო 2020 დუბაის" მთავარ იდეას - ადამიანების გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის
„ექსპო 2020 დუბაი" უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს მილიონობით ვიზიტორს, ვინც ექვსი თვის განმავლობაში მოინახულებს ამ გრანდიოზულ გამოფენას, გააცნოს ქართული კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს ტურიზმის, ინვესტიციების, ბიზნესის კეთებისა და ბევრი სხვა საინტერესო კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ექსპო 2020 დუბაიზე წარდგენილი საქართველოს პავილიონის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით - ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბიზნესგარემო. „ჩვენ წარმოვაჩენთ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც ვთავაზობთ ინვესტორებს ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ხელმისწავდომობის თვალსაზრისით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი ინფორმაციით, ქართულ პავილიონში ასევე გაიმართება მთელი რიგი თემატური ღონისძიებები, 29 დეკემბერს კი ჩატარდება საქართველოს ეროვნული დღე, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორებისთვის წარმოდგენილი იქნება ქართული კულტრის, მათ შორის ფოლკლორის, ცეკვის, თანამედროვე მიმართულებების საუკეთესო ნიმუშები. ასევე გაიმართება რამდენიმე თემატური ღონისძიება, მათ შორის ქართული გასტრონომიის დღე, ღვინის დღე და ქართული კალიგრაფიის დღე. „ქართული პავილიონი და ექსპოს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც უნიკალურ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით და გააცნობს მას მთელ მსოფლიოსა და ექსპო 2020 დუბაის მილიონობით ვიზიტორს. ვფიქრობ, საქართველო საუკეთესოდ პასუხობს ექსპო 2020-ს მთავარ იდეას - ადამიანების გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)