|
2021-09-30 14:04:46, 465 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა სახელმწიფო პროექტის შესახებ ინფორმაცია ერთიან სივრცეში იქნება თავმოყრილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინეს. განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია რუკაზე, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე www.programs.gov.ge. სახელმწიფო პროგრამების პოტენციურ ბენეფიციარებს აქვე შეუძლიათ, მიიღონ სრული ინფორმაცია და ჩაერთონ რომელიმე მათგანში, დაიწყონ ან გააფართოვონ წარმოება. „ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შექმნილი აქტივების შესახებ არსებობს თავმოყრილია იქნება ახალ ინტერაქციულ რუკაზე. მადლობას ვუხდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ყველა იმ უწყებას და ადამიანს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ მნიშვნელოვანი საინფორმაციო რუკის მომზადების პროცესში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო იუსტიციის სამინისტროს წვლილი, რომელიც ჩვენი პარტნიორია. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოების მომსახურების ცენტრებში, იუსტიციის სახლებში - ერთიან სივრცეში ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა სახელმწიფო პროექტის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია; ხშირად ისმოდა კითხვა იმის შესახებ, თუ ჩვენს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა რამდენად შეესაბამებოდა რეალობას. ინტერაქციული რუკაზე მოცემულია კონკრეტული საწარმოების შესახებ სრული ინფორმაცია. ვფიქრობ, ეს არის საიმედო, სარწმუნო წყარო იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, დავკავდეთ მეწარმეობით, ჩავერთოთ სახელმწიფო პროგრამებში, შევამციროთ სიღარიბე, რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა, და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, 2013 წლიდან დღემდე, ჯამურად, მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და 52,831 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)