01:54 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 11:55:00, 424 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის მიზანია საქართველოში წვრილფეხა მეცხოველეობის დარგის შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც „კვლევისა და დახმარების  ფონდის” (FASEP) პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება. 

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ინიციატორმა, ბიზნესმენმა და საერთაშორისო ექსპერტმა, ჟაკ ფლურიმ მოაწერეს.

FASEP  პროექტის ბიუჯეტი 507 472 ევროა, რომელიც, ქართული მხარისთვის საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული კერძო კომპანიის „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ ფინანსური მხარდაჭერაა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გაწეული მრავალწლიანი დახმარებისთვის. 
„მადლობა მინდა, გადავუხადო საფრანგეთის მთავრობას პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც წვრილფეხა მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეცხოველეობის კუთხით არსებული ჩვენი მიზნების განხორციელებაში“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics