02:36 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 15:00:02, 358 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისში პირველი ქართული სანოტო სტამბის აღდგენა იგეგმება

დედაქალაქში პირველი ქართული სანოტო სტამბა აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ილია ჭავჭავაძის სახლში გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული. სამომავლოდ იგეგმება, რომ პირველი ქართული სანოტო სტამბაც აღდგეს“, -  განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებულ მუზეუმს რამდენიმე დღეა ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.

„რამდენიმე დღის წინ ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმი გაიხსნა. შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და მის რეაბილიტაციაში უდიდესი შრომა ჩაიდო. ძალიან მაღალი გემოვნებით, ავთენტურობის სრული დაცვით განახლდა თითოეული ოთახი, კუთხე თუ საგამოფენო სივრცე. ყველას ვურჩევ, თავად ნახოს შესრულებული სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics