03:34 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 20:52:01, 406 ნახვა

საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარემ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ამ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

საპილოტე პროექტი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში,  ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, საარჩევნო რეგისტრაციები, ამომრჩეველთა ინფორმირება, საგანმანათლებლო პროგრამები და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ანგარიშშია ასახული.

აღნიშნული საკითხებისა და არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს დეტალურად ისაუბრა.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებთან დაკავშირებით. ეს არის ის მნიშვნელოვანი საქმიანობები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს შევთავაზოთ თავისუფალი, სამართლიანი და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო  საარჩევნო გარემო“, -განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

„შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების 35 წარმომადგენელი ესწრებოდა.“-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics