04:17 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 15:49:18, 424 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმების შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლების მიზნით,   560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 2020 წელს გადაეცათ, ხოლო 420 დევნილი ოჯახი კი ორი კვირის წინ განსახლდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული 420 ოჯახი ახალ ბინებში გადავა, ყველა სანატორიუმი, 15 ნგრევადი შენობა, რომლებშიც დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაიხურება.

დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა, ბოლო წლების განმავლობაში, არა ერთი აღწერა ჩაატარეს და  ადგილზე რეალურად მაცხოვრებელი დევნილი ოჯახები შეისწავლეს. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები სანატორიუმებში ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს  გადაეცათ.

გამომდინარე იქიდან, 560 ოჯახზე გათვლილ საცხოვრებელ კომპლექსში არსებული ერთოთახიანი ბინების რაოდენობა არ იყო საკმარისი სანატორიუმებში მცხოვრები ყველა ოჯახის დასაკმაყოფილებლად. ერთოთახიანი ბინის კანდიდატ 40-მდე ოჯახს გადაეცა ადმინისტრაციული დაპირება და ისინი ბინებს ქუთაისში მშენებარე კორპუსებში,  უახლოეს მომავალში მიიღებენ.  ბინის მიღებამდე, აღნიშნული ოჯახებს დევნილთა სააგენტო, რა თქმა უნდა, არ დატოვებს ნგრევად შენობაში და  ქირის თანხით უზრუნველყოფს.

ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული მასალა, რომ წყალტუბოში დევნილი ოჯახები უმძიმეს პირობებში რჩებიან სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს.  მათ მიერ ჩაწერილი რესპონდენტებიდან ერთ-ერთს ბინაზე უარი ეთქვა, რადგან ფაქტობრივად არ ცხოვრობდა სანატორიუმის შენობაში, ხოლო ორ რესპონდენტს მიღებული აქვს ადმინისტრაციული დაპირება და ბინები ქუთაისში  გადაეცემათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics