05:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 11:36:30, 602 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ტარდება

ცოფი ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშ დაავადებაა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცოფის განყოფილებაში, პათოლოგიური მასალის კვლევა ცოფის ვირუსის გამოვლენის მიზნით, ორი მეთოდით - მიკროსკოპია და ბიოცდა ტარდება. ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სწრაფი და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული PCR ტესტის დანერგვა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახდენს ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ცხოველებში, ხოლო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ანტისხეულების ტიტრის დადგენის მიზნით, ტარდება ვაქცინაციის შემდგომი, იმუნური სტატუსის მონიტორინგი ELISA მეთოდით. 

ცოფით დაინფიცირებული ცხოველი ვირუსს გამოყოფს ნერწყვით და გადასცემს კბენით. 

დაინფიცირებული ცხოველის კლინიკური ნიშნებია: ნერწყვდენა, კიდურების დამბლა, აგრესია, უცხო სხეულების ყლაპვა, შეცვლილი ხმა. დაავადება ადამიანს გადაეცემა: კბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ნერწყვთან ერთად. ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან ერთ წელზე მეტხანს გრძელდება, თუმცა უფრო ხშირია 3-6 კვირის განმავლობაში გამოვლინება.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, მოსახლეობას მოუწოდებს, მათი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციის შემდგომ გამოიკვლიონ იმუნური სტატუსი და გაიგონ, თუ რამდენად დაცულია ცხოველი ცოფის ვირუსისგან. 

სწორი ქცევით, შესაძლებელია დავიცვათ როგორც ადამიანები, ისე ცხოველები ისეთი საშიში დაავადებისგან, როგორიც ცოფია. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics