00:46 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 11:36:21, 615 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გახარიაზე - ძალიან გაბრიყვებულია, მოხერხება უნდა, იყო პრემიერი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი

ძალიან გაბრიყვებულია, მოხერხება უნდა, იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექს-პრემიერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, არსებობს ინფორმაციები, რომ გიორგი გახარიას დიდი ვალი აქვს სააკასვილის მიმართ და აღნიშნული კომპრომატებით მართავს სააკაშვილი გახარიას.

„ძალიან გაბრიყვებულია. ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა. ადრე ვთქვი, რომ მოხერხება უნდა, იყო კაცი პრემიერ-მინისტრი და გახდეს მარიონეტი. სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა გახარია, ეს ძალიან მარტივი წასაკითხია, თავიდან ბოლომდე არის სააკაშვილის თამაშში ჩართული, აღარ მინდა დამატებითი სპეკულაციები, მაგრამ უამრავი ინფორმაციები არსებობს და მარტივად იკითხება, რომ დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და ამ კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს.

თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გახარიამ, ეს არის თავად გიორგი გახარია, მან გაგვიცრუა ჩვენ ყველას იმედი. ეს არის კლასიკური მოღალატე და რა შეიძლება ქართველი კაცისთვის იმაზე დიდი უბედურება, ტრაგედია, როცა შენი გუნდი გეძახის მოღალატეს და სისტემა გეძახის ასევე მოღალატეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics