2021-09-27 21:19:03, 781 ნახვა
საზოგადოება
Edison research-ის კვლევით, თბილისის მერად კახა კალაძეს - 43% უჭერს მხარს, ნიკა მელიას - 30%; გიორგი გახარიას - 12%
"ფორმულას" მიერ დაკვეთილი Edison Research-ის კვლევის შედეგებით კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა:
- კახა კალაძე - 43%;
- ნიკა მელია - 30%;
- გიორგი გახარია - 12%;
- ანა დოლიძე - 6%;
- ანა ბიბილაშვილი - 3%;
- სხვა - 6%
მათი ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,