2021-09-27 10:35:50, 690 ნახვა
საზოგადოება
გმირთა მემორიალთან დევნილების აქციაზე 1 ადამიანი დააკავეს
გმირთა მოეედანზე დევნილი საზოგადოება შეიკრიბა. აქციის მონაწილეები აფხაზეთის მთავრობის წევრების გადადგომას მოითხოვდნენ.
როგორც ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, დაკავებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" თავმჯდომარე ირაკლი ტორუა.
"ხელისუფლებას შეეშინდა დევნილი მოსახლეობის მშვიდობიანი აქციის, დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" თავმჯდომარე ირაკლი ტორუა. აქ შაოსანი დედები აცრემლებულები იდგნენ და პოლიციამ ისინი გაწია. გაგვწიეს და გზის პირას დაგვაყენეს, რათა აფხაზეთის მთავრობა მშვიდად შემოვიდეს." - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,