06:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-25 18:45:34, 828 ნახვა

საზოგადოება
ქართველი ჟურნალისტი და პედაგოგი ფრიდონ დოჩია გარდაიცვალა

ქართველი ჟურნალისტი და პედაგოგი ფრიდონ დოჩია 64 წლის ასაკში მოულოდნელად (ინსულტით) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.

ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს პედაგოგსა და ჟურნალისტ ფრიდონ დოჩიას. ჟურნალისტური მოღვაწეობა ფრიდონმა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა მშობლიურ გალის რაიონში ცხოვრობდა. სოხუმში აფხაზეთის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1980 წ.) ის გალის რაიონის სოფელ თაგილონის საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, 1989 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე კი ამავე რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი იყო.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ (1993 წლის სექტემბერი) ფრიდონი დევნილი გახდა და ჟურნალისტური მოღვაწეობა თბილისში განაგრძო. 1996-2004 წლებში ის შპს „ალია ჰოლდინგში“ ჟურნალიტად მუშაობდა, 2005-2006 წლებში იყო გაზეთ „ასავალ-დასავალის“ კორესპონდენტი, შემდეგ კი – გაზეთ „პრეზიდენტის“ რედაქტორი. 2007-2010 წლებში ის მედიაჰოლდინგ „The Georgian Times“-ში მუშაობდა ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი – განყოფილების რედაქტორად, მთავარი რედაქტორის მოადგილედ, აღმასრულებელ რედაქტორად. 2010-2011 წლებში მუშაობდა გაზეთ „ვერსიას“ პასუხისმგებელ რედაქტორად და ჟურნალისტად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics