07:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-25 15:38:30, 503 ნახვა

საზოგადოება
თუშეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით, მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ომალოდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გუშინ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა. ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, დღეს დილიდან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთვნენ.

ორი ვერტმფრენის მიერ უკვე განხორციელდა ფრენები, რის შედეგადაც თუშეთიდან 50-მდე პირის, მათ შორის ტურისტების თელავში უსაფრთხოდ გადმოყვანა განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics