07:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-25 12:36:55, 452 ნახვა

საზოგადოება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუხუთში, ახალი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

ახალი ხიდი მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე დამონტაჟდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  ჩატარებულ საუშაოებს ადგილზე გაეცნო.   

„დავასრულეთ ხიდის მშენებლობა, რომელიც მოსახლეობას  სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებთან აკავშირებს. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასეთი მასშტაბის სამუშაოები ამ ობიექტზე, მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, პირველად განხორციელდა.  რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ამ ხიდით ყოველდღიურად სარგებლობს, საკუთარ 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო ფართობებზე როგორც ფეხით მისასვლელად, ისე ტექნიკის მისაყვანად, კმაყოფილია”, - განაცხადა დავით წითლიძემ. 

რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, არსებული ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მონტაჟი განხორციელდა, მოეწყო ბურჯები, გადასასვლელი ფილები, ხიდის საგზაო ნაწილი, რკინაბეტონის პარაპეტები და  ლითონის მოაჯირები.  

ხიდის რეაბილიტაციისთვის   სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ  372,198  ლარი შეადგინა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics