|
2021-09-24 16:04:30, 424 ნახვა
საზოგადოება
„ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირება დაიწყო
აჭარაში "ოცნების ქალაქის" მასშტაბური პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. პროექტის ახალი ეტაპი უკვე მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს. „ოცნების ქალაქში" დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მეორე ეტაპის ფარგლებში ტერიტორიაზე ასევე საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები და გარე განათებები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება. მოქალაქეებს ადგილზე ასევე სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც მეორე ეტაპის პროექტირებას განახორციელებს. კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთ"-ი „ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე, განაშენიანების დეტალურ გეგმას და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს მოამზადებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ კომპანიის წარმომადგენლებთან და არქიტექტორებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროექტირების ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ. დღეისათვის „ოცნების ქალაქის" პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის" სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელიბინის მშენებლობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული. „ოცნების ქალაქის" მშენებლობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)