|
2021-09-23 21:38:36, 635 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის მერობის კანდიდატი ფერმერებს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის სექტორში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.-ამის სესახებ "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. მამუკა წოწერიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა „ქართული ოცნების" გუნდის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი ნათელი მაგალითიც დარგში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები და ის რეფორმებია, რაც სექტორში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, სახელმწიფოსგან, სხვადასხვა მიმართულებით, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მიიღონ. „ფერმერებისგან უშუალოდ მივიღეთ ინფორმაცია იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც არსებობს თხილის სექტორში. აქედან გამომდინარე, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რათა ქართულ თხილს ჰქონდეს ხარისხის ის ნიშანი, რომელიც მას საერთაშორისო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის", - განაცხადა მამუკა წოწერიამ. კანდიდატის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში განსაკუთრებულ პრობლემას აზიური ფაროსანა წარმოდგენდა; სახელმწიფოს მიერ გატარებული სამუშაოების შედეგად, უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნა მიღწეული და ფერმერები თხილის კარგ მოსავალს იღებენ. ბოლო მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 33.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)