|
2021-09-22 19:58:40, 638 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე- გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი
მე ავიღებ პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი.- ეს განცხდება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, დღეს რომ საქართველოში ვაქცინირებულთა რიცხვმა , მივაღწიოს ქვეყნის 2/3-ის და ჩვენი სიკვდილობა იქნება,იმის მსგავსი, რაც არის ისრაელში - 6,7,8 შემთხვევაზე მეტი. „არ გვინდა ეს საქართველოს? - ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. უფრო მეტიც, არ იყოს 5,6,7-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც უზარმაზარი ძალისხმევად უჯდება სახელმწიფოს. მხედველობაში მაქვს დეფიციტური მედიკამენტების მოპოვება, შემოტანა ისეთების, რომელიც მსოფლიოს სულ 2-3 ქვეყანაში გამოიყენება, ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში და სხვაგან ჯერ არც არის. ეს არის ექიმების მაქსიმალური თავგანწირვა. დღე და ღამე არ ტოვებენ კლინიკებსა და რეანიმაციებს. ამის ხარჯზე გავანახევრეთ სიკვდილობა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ რომ დღეს ვაქცინირებული ვიყოთ, მივაღწიოთ ქვეყნის 2/3-ის ვაქცინირებას და თუ ჩვენი სიკვდილობა იქნება, რაც არის ისრაელში - 6,7,8 შემთხვევაზე მეტი, მზად ვარ პასუხცი ვაგო. საერთოდ, ეს სიტყვა, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩვენთან ცოტა ფასდაკარგულია და არაფერს ნიშნავს, სიტყვას ნიშნავს მხოლოდ. მე ავიღებ პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი. თითოეული დაკარგული ადამიანი არის ჩაწყვეტილი სიმი ქვეყნის ცხოვრებაში, უდიდესი გულისტკივილი ოჯახის წევრებისთვის. რამხელა გულისტკივილს გამოხატავენ ოჯახის წევრები და „ფეისბუქი“ სავსეა გულშიჩამწვდომი, რომ აგეტირება ისეთი პოსტებით ადამიანებზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)