10:25 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 16:55:59, 448 ნახვა

საზოგადოება
თამარ არჩუაძე - აეროპორტების თანამშრომელთა ვაქცინაცია მათი მუშაობის სპეფიციკიდან გამომდინარე უკიდურესად მნიშვნელოვანია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, აეროპორტების თანამშრომლებთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ონლაინ-შეხვედრა გამართა. 

შეხვედრას ონლაინ რეჟიმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალური ოფისის, ასევე ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

ამირან გამყრელიზის განცხადებით, საქართველოს აეროპორტები არის ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭე. ამიტომ თანამშრომელთა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის როლს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში და ხაზი გაესვა, რომ იმუნიზაციაა ამ ეტაპზე, პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა. აეროპორტებში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება გამოიჩინეს და სრულად ვაქცინირებულები არიან. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics