10:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 10:55:47, 443 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. -  ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს, ასევე, პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი.

"სასწავლო კურსი გამომძიებლებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვისაა განკუთვნილი. სწავლების მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურ საკითხებსა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად ხორციელდება.
დისტანციური სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებსთვის ევროპაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და სიძულვილის ენის უკეთ გაგებაში დახმარება.
კურსი შედგება ხუთი მოდულისგან. სწავლება ინტერაქტიულად განიხილავს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ არსებულ კომპლექსურ პრობლემებზე.

HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი - „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება." - ნათქვამია ინფორმაციაში.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics