03:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 22:56:49, 718 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე მელიას მიერ დებატების დატოვებაზე - არ მესიამოვნებოდა, 2 ოქტომბერს, როცა არჩევნებს წააგებს, გაიქცეს

გულდასაწყვეტია, რომ პარტიის ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია მათი პარტიის ხელწერაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გამართულ მერობის კანდიდატების დებატებზე განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დატოვა.

კალაძის თქმით, ნამდვილად არ ესიამოვნებოდა, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება, გაიქცეს.

„სამწუხაროა, რომ მოგვიწია შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ამასაც აქვს თავისი ახსნა, პირველი პოლიტიკური პარტია იყო „ქართული ოცნება“, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ბევრი ოპოზიციური პარტიებიც ეთანხმებოდნენ ამ დოკუმენტს, გარდა„ნაცმოძრაობისა“, ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიისა, სამწუხაროდ. გულდასაწყვეტია, როდესაც ამ პარტიის ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა მათი პარტიის ხელწერაა, ისინი ყოველდღე ცდილობენ, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია ამ არჩევნებს წააგებს, გაიქცეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics