10:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 18:40:55, 428 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე კვირიდან, აჭარის სოფლის ამბულატორიების უმრავლესობა იმუნიზაციის პროცესში სრულად ჩაერთო

მიმდინარე კვირიდან, სოფლის ამბულატორიების უმრავლესობა იმუნიზაციის პროცესში სრულად ჩაერთო. პარალელურად, სადაც ვაქცინაცია ვერ ჩატარდება სოფლის ექიმის მიერ, იმუნიზაციას გამსვლელი ბრიგადები უზრუნველყოფენ.-ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანაცვის სამინისტროს ავრცელებს.

კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსთან, ნინო გუგუშვილთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეცნო.

,,აცრების მოცვის არეალი აჭარის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა. სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს უახლოეს თემის სამედიცინო ამბულატორიაში ჩაიტაროს ვაქცინაცია. უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, გასვლითი ბრიგადების საშუალებით იცრებოდნენ სოფლად მოსახლეობა, თუმცა მიმდინარე კვირიდან ამბულატორიებში, თითქმის 60-ვე უბანზე ხდება ვაქცინაციის პროცესის დაწყება, გარდა ერთი-ორი დეფიციტური უბნისა, სადაც გასვლითი ბრიგადა გააგრძელებს მუშაობას. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებით რისკჯგუფები, ასაკოვანი მოსახლეობა, იყვნენ პირველ რიგში აცრილნი“,- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

"დღევანდელი მონაცემებით აჭარაში სულ - 193 924 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის ერთი დოზით აცრილის ზრდასრული მოსახლეობის 41,2 %, ხოლო ორი დოზით 30.3 %."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics